მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოთეკის სუბსიდირების პროგრამის" ამოქმედებიდან 1 თვეში 194 სესხია დადასტურებული - თურნავა

61570a5a7a0fa
ინგა მურუსიძე
01.10.21 17:40
638
იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვის თავზე დადასტურებულია 194 იპოთეკური სესხი. დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 21,292,903 ლარს, ხოლო სესხის საშუალო მოცულობა არის 109,757 ლარი.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავრცელებს.

„მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეეხება ეს იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა თურნავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ინფორმაციისთვის: პროგრამის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ოჯახმა, შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200,000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები