მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ის, რომ მმართველმა პარტიამ ყველაზე მაღალი შედეგი ყველაზე ღარიბ რეგიონებში აიღო, გასაკვირი არ არის" - ქადაგიძე

6159cc3b82fb0
თამთა ჯიჯავაძე
03.10.21 19:24
9849
ის, რომ მმართველმა პარტიამ ყველაზე მაღალი შედეგი, ყველაზე ღარიბ რეგიონებში აიღო, გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

"დაშინება, ზეწოლა, მოსყიდვა, პოლიტიკური პოლიცია (სუსი), სრულიად ადმინისტრაციული რესურსი, ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკა და ქართული ეკონომიკის თითქმის 50%-ის ტოლი ფინანსური რესურსის მქონე ოლიგარქი.

ამ პირობებში ყველა ურბანულ ცენტრში ოპოზიცია აგროვებს უფრო მეტ ხმას (60%-40%). ეს არის ცალსახა გამარჯვება და მეორე ტურებში ახალი ენერგიით ბრძოლის წინაპირობა.

ის, რომ მმართველმა პარტიამ ყველაზე მაღალი შედეგი, ყველაზე ღარიბ რეგიონებში აიღო, გასაკვირი არ არის. გადახედეთ აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის ჩამორჩენილ ქვეყნებს.

სიღარიბე არის სწორად ავტოკრატების და ოლიგარქების მთავარი მოკავშირე.

ბრძოლა ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული არჩევანისთვის, განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის.

ამიტომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გადავდოთ პირადი თუ პარტიული ამბიციები და ერთიანი ძალით ჩავერთოთ მეორე ტურში", - წერს ქადაგიძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები