„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკან დასახევი გზა არაა“, - ეს განცხადება ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე BMGTV-თან გააკეთა.
„დაუღალავი პროტესტი ბოლომდე! თანმიმდევრული, ორგანიზებული!
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკან დასახევი გზა არაა.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ ევროატლანტიკურ არჩევანზე.
ის საბოტაჟი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, არის დასაწყისი ორგანიზებული პროტესტისა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება გამარჯვებამდე.
შეუძლებელია, ადამიანების მცირე ჯგუფმა, რომელთაც ხელში აქვთ ძალაუფლება, გაიმარჯვოს. დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ. არ დათმობს არავინ. ეს არაა არც ჩვენი თაობის და ჩვენი მშობლების არჩევანი, ეს არის საუკუნოვანი არჩევანი“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მოქალაქეების პროტესტი აგენტების შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა.