მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ITB ბერლინზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობით წარმატებული ისტორია დაიწერა"

640c9cd193733
BM.GE
11.03.23 18:50
842
ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ. შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული. შეხვედრის შემდეგ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა და იმ შედეგებზე ისაუბრა რაც საქართველოს გამოფენაში მონაწილეობამ მოუტანა.

„საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იყო შთამბეჭდავი და ბრწყინვალე გადაწყვეტილება. გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის. კორონა პანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიას, ხალხს ოპტიმისტური განწყობა გაუჩნდა.საქართველომ გამოფენაზე საოცარი გახსნა მოაწყო, ასეთი ბრწყინვალე წარმოდგენა არასდროს მინახავს“,-აცხადებს გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR)პრეზიდენტი. ნორბერტფეიბიგის განცხადებით, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველომ მიზანს მიაღწია და დიდი ყურადღება დაიმსახურა როგორც ტურისტულმა მიმართულებამ.

„საქართველოს უამრავი რამ შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს და ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა. ვფიქრობ ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი საქართველოს ეწვიოს. გახსნის შემდეგ დავაგემოვნე ქართული სამზარეულო, გავეცანი უმაღლესი ხარისხის ქართულ კერძებს“,-ამბობს ნორბერტ ფეიბიგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები