მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯანმოს ტექნიკური ჯგუფი "სინოფარმზე", სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს" - გამყრელიძე

6094fde4c99ea
ინგა მურუსიძე
07.05.21 12:50
555
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ჯანმოს ტექნიკური ჯგუფი იკრიბება და სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, "სინოფარმის" ავტორიზაციაზეც იმსჯელებენ.

როგორც ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე თქვა, ამის შესახებ აქვს როგორც - ოფიციალური, ისე არაოფიციალური ინფორმაცია.

"ჩემი ინფორმაციით, დღეს იკრიბება ჯანმოს ტექნიკური ჯგუფი და სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად "სინოფარმზეც" იმსჯელებენ. როგორც ვიცი, ჩინურმა მხარემ ჯანმოს წარუდგინა დამატებითი დოკუმენტაცია ვაქცინასთან დაკავშირებით. ვნახოთ, დაველოდოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ: ჯანმოს ავტორიზაციის არქონის მიუხედავად, საქართველოში ჩინური "სინოფარმით" აცრა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები