მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Kass Land ვიზიტორებს 15 ივნისიდან მიიღებს" - 120 მლნ ლარის ინვესტიციით წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცე იხსნება

629b5951bdac7
მარიამ იზორია
05.06.22 00:05
8570

წალკის კანიონზე ეკო ტურისტული სივრცე "Kass land" დამსვენებელს 15 ივნისიდან უმასპინძლებს. საუბარია პროექტზე, რომელსაც საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე ებრაული კომპანია Kass Group 120 მლნ ლარის ინვესტიციით ახორციელებს.

წალკის კანიონის გასაიჯარებლად ელექტრონული საჯარო აუქციონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა. სწორედ აუქციონის ფარგლებში 2019 წელს ტერიტორია ებრაულ კომპანია KASS Group-ს გადაეცა.

Bm.ge-სთან კომპანია Kass Group-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ გასული წლის აგვისტოდან მომხმარებლისთვის მხოლოდ ვიზიტორთა ცენტრი და ჩასასვლელი ბილიკი იყო ხელმისაწვდომი, 15 ივნისიდან კი ვიზიტორები 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდით, „ზიპლაინით“, ღია და დახურული ტიპის რესტორნით ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტს მომავალი წლიდან სასტუმრო, მომდევნო თვიდან კი სასტუმროს ტიპის 62 ვილაც დაემატება.

"აქ ვიზიტორებს შუშის ხიდით, ზიპლაინით, ღია და დახურული ტიპის რესტორნით შეეძლებათ სარგებლობა. მომდევნო თვიდან უკვე სასტუმროს ტიპის 62 ვილაც იქნება ხელმისაწვდომი, სადაც განთავსება სეზონის მიხედვით დაახლოებით $120-150-მდე ეღირება. მომავალ წელს უკვე ადგილზე სასტუმროც გაიხსნება, რომელიც ახლა მშენებლობის პროცესშია.

რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, ამ დროისთვის ეკო ტურისტულ სივრცეში 250 ადამიანი მუშაობს“ - ამბობს ეკატერინე თორდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები