მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო სახლის მშენებლობისთვის 1კვ.მ.-ის ღირებულება 190 დოლარია" - ჰაბმშენი

63d3cbb76a69f
ნინი ლონგურაშვილი
27.01.23 17:45
1753
2022 წლის მეოთხე კვარტალში მესამესთან შედარებით, როგორც კერძო სახლების, ისე კორპუსის ბინების ფასები გაიზარდა. მაჩვენებელი წლიურად [2021 წლის მეოთხე კვარტალი] 12.5-დან 18%-მდე მერყეობს.

BMG დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა ბაზარზე მშენებლობის მხრივ. კერძო სახლების მშენებელ კომპანია "ჰაბმშენში" აცხადებენ, რომ სახლის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 30-40$-ით გაძვირდა. თუ გასულ წელს კერძო სახლის მშენებლობისთვის ერთ კვადრატულ ფართობზე 150$ საკმარისი იყო, დღეს მისი ფასი 190$-ს შეადგენს.

“2022 წლის დასაწყისში, პარადოქსული ზრდა იყო, პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა სამშენებლო მასალა, აქედან გამომდინარე, გაგვიძვირდა ღირებულებაც. მაგალითად, გასული წლის დასაწყისში ფასი 150-დან 190 დოლარამდე გაიზარდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში 1 კვადრატულის ფასი 200-210 დოლარსაც აღწევდა. პანდემიის დასტაბილურების შემდეგ, ფასმა შედარებით დაიწია და 190 დოლარზე დასტაბილურდა. ეს ფასი ჯერჯერობით გვიჭირავს, მარტ-აპრილიდან თითქმის ყოველ წელს ხდება გაძვირება და ახლა შევხედავთ როგორი დინამიკა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ $190 შავი კარკასის ღირებულებაა და თეთრი კარკასის ფასი $320-ს აღწევს”, - ამბობს ირაკლი ახალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები