მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკებში მკურნალობენ პაციენტები, რომლებსაც ეს არ ესაჭიროებათ" – "ნეოლაბის" დირექტორი

5fa0493173ddb
თათია ჩაფიჩაძე
02.11.20 23:20
793
კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე თვლის, რომ ხელისუფლებამ ეპიდვითარების მართვაში ოპტიმალური მოდელის შექმნა დააგვიანა.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას კამკამიძე ამბობს, რომ დღემდე კლინიკებში ნაკლებად მძიმე პაციენტების გადაყვანა ხდება, რაც გადატვირთვის მთავარი წინაპირობაა. მისივე თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ბინაზე მკურნალობაზე უარს, არასაკმარისად გადამზადებული ოჯახის ექიმების გამო აცხადებს.

„შემდეგ დღეებში უნდა ველოდოთ ინფიცირებულების გაორმაგებას. ეს არის მართვის პრობლემასთან დაკავშირებული. ჩვენ გვაქვს ინერცია გამოყოლილი, როდესაც არასწორად ხდებოდა საავადმყოფოებში პაციენტების გადანაწილება. დღესაც კლინიკებში მკურნალობენ პაციენტები, რომლებსაც ეს არ ესაჭიროებათ. გადანაწილების და პროცესის მართვის პრობლემა ჯერჯერობით დაძლეული არ არის.

სამწუხაროდ ექსპერტების, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ექიმების რჩევების გათვალისწინება დროულად არ მოხდა. მოდელის ოპტიმალურად აწყობა უნდა მომხდარიყო გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის განმავლობაში. უდიდესი რესურსი დაიხარჯა იმაზე, რომ ყველა საავადმყოფოში გადადიოდა და მოსახლეობა მიეჩვია ამას. ამის გამო გადაიტვირთა კლინიკებიც და 112-იც, მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს და არ ენდობა ოჯახის ექიმებს. სამწუხაროდ, ეს სისტემაც მცირე მოცულობით იყო მომზადებული, მცირე რაოდენობა გადამზადდა და ამანაც გამოიწვია დღევანდელი ვითარება.

ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო სხვა უწყებების მმართველი, თუმცა ბევრი წინააღმდეგობა იყო ზუსტად საბჭოური სტრუქტურებიდან, მათ შორის ინფექციურ სერვისში, რომელიც დიდ ბარიერს უქმნიდა ამ გადაწყობის პროცესს. ეს იყო მგონი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც საქართველომ დაუშვა.

განცხადებები რომ ყველაზე კარგად ვმართავდით პროცესს და ამერიკასაც კი ვჯობნით, რასაკვირელია იყო ძალიან დიდი შეცდომა, რეალობამ აჩვენა რომ ეს ასე არ არის. აუცილებელია, რომ ცვლილებები დაიწყოს ჯანდაცვის სისტემაში და ინფექციურ სერვისებში. ბევრი კერძო კლინიკის დაინტერესება უნდა მოხდეს, რომ მათ გამართული ინფექციური სამსახური ჩამოაყალიბონ. ყველას უნდა ჰქონდეს ინფექციური განყოფილება და ახლა მაინც წარიმართოს ძალისხმევა იმისკენ, რომ ძლიერი სისტემა ჩამოყალიბდეს.“ - განაცხადა კამკამიძემ.

ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 411 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან კოვიდ სასტუმროებში 2 236 პაციენტი იმყოფება. დანარჩენები კი კლინიკებში ან ბინაზე მკურნალობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები