დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია თავშეკავება დიდი შეკრებებისგან. როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად მოწოდებებისა, შეკრებები მაინც არის და ეს უნდა შეწყდეს.
„ორი თვეა სერიოზული ზრდა გვაქვს. ამ ეტაპისთვის რაც ხდება მართვადია, მაგრამ სიტუაცია სერიოზულია. ყველამ ერთად
უნდა ვიმოქმედოთ ამ დროს და ნაკლები დაზიანებით უნდა გამოვიდეთ პანდემიიდან. ივლის-აგვისტოში დავიჯერეთ, რომ დავამარცხეთ ვირუსი და აგვისტოში ერთიანად გაიმართა ცხრა 400-კაციანი ქორწილი, საიდანაც ეპიდაფეთქება წამოვიდა და გავრცელდა ვირუსი. ხომ გადავეჩვიეთ კოცნას? გადაგვაჩვია პანდემიამ, გთხოვთ ისევ, ერთი წელი თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























