მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კოკა-კოლას" საშობაო ქარავანი თბილისის ქუჩებში 23 დეკემბრიდან გამოჩნდება

61c1b9b50a8de
BM.GE
21.12.21 15:35
2629
"კოკა-კოლა" არაფერთან ასოცირდება ისე, როგორც ახალ წელთან. სანტა კლაუსი, პოლარული დათვები, საშობაო სატვირთო ქარავანი და დაუვიწყარი სიმღერა – ეს ის კომპონენტებია, რომლის გარეშე ახალი წელი უკვე წარმოუდგენელია და ახალი წლის სული ქალაქში მაშინ დგება, როცა "კოკა-კოლას" ქარავანი ქალაქის ქუჩებში ჩნდება.

ჯადოსნური მოგზაურობა 24 წლის წინ დაიწყო და ყოველ წელს უწყვეტად გრძელდება. ამ ტრადიციას კოკა-კოლა წელსაც არ უღალატებს და 23 დეკემბრის საღამოს 21:00 საათიდან 30 დეკემბრის ჩათვლით თბილისსა და მის შემოგარენში გააზიარებს ბედნიერ ემოციებს.

ჩვენი მოქალაქეების განწყობის ამაღლების მიზნით, წელსაც კოკა-კოლას ლეგენდარული სატვირთო მანქანა, რომელიც ტრადიციულად გამოჩნდება თბილისის ქუჩებში, სპეციალურად შექმნილი დეკორაციებით, საახალწლო მორთულობით და დაუვიწყარი მუსიკით მოგვილოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს და გადმოგვცემს იმედისა და ოპტიმიზმის გზავნილებს.

საახალწლო სამზადისი თანდათან იკრებს ძალას. უკვე მერამდენე წელია, მისი უცვლელი ნაწილია Coca-Cola-ს საშობაო კამპანია, რომელიც მთელ მსოფლიოს შობა-ახალი წლის განწყობას უქმნის. წელს, კომპანიამ შეგვახსენა, რა არის დღესასწაულის ნამდვილი ჯადოსნობა - შექმნილი განსაკუთრებული მომენტები.

ყველაზე ჯადოსნური ის მომენტებია, რომლებიც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს: პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, საყვარელი ადამიანის ღიმილი, ბებიის მომზადებული საუცხოო კერძი, საახალწლო სამზადისი – თითოეული მათგანი სავსეა ჯადოსნურობით. სწორედ ამას ეძღვნება კოკა-კოლას გლობალური კამპანია Real Magic, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად ჩაეშვა. წელს, ბრენდმა მომხმარებლებს ახალი წელი ჯადოსნური ახალი რგოლით მიულოცა.

გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური საახალწლო ციფრული პლატფორმა Realmagic.ge, სადაც მომხმარებლები კოკა-კოლას ბოთლის ეტიკეტებზე გამოსახული QR-ის დასკანერების შემდეგ აღმოჩნდებიან. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისთვის საინტერესო საახალწლო კონტენტი აღმოაჩინოს – მუსიკის პროფესიონალთა მიერ შერჩეული ფლეილისთები Spotify-ზე, ცნობადი სახეების ორიგინალური მილოცვები, არატრადიციული საახალწლო ვიდეო-რეცეპტები და სხვა. თავად დაასკანერეთ კოკა-კოლას ეტიკეტი, გადადით ჯადოსნურ პლატფორმაზე და განიახლეთ განწყობა.

უკვე დროა, ავაციმციმოთ სახლები, დროა მოვიმარაგოთ წითელი ბოთლები და როცა ყველაზე მნიშვნელოვანი 00:00 საათი დადგება განვიახლოთ განწყობა და შევქმნათ ჯადოსნური მომენტები ერთად!

კოკა-კოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!


(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები