საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე კომისიის წევრების ვაქცინაცია შესთავაზეს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ეს პირადად მისი ინიციატივაა და ამას შესთავაზებენ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებსაც.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები. ცესკო-ს შევთავაზეთ, რომ მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატაროთ ვაქცინაციის პროცესი და ავცრათ ცესკოს წევრები, კანდიდატებს შევთავაზებთ ვაქცინაციას და ყველას, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, რათა მოკლე დროში, მაღალი სტანდარტით, კოვიდ-ფრი, კოვიდისგან დაცული არჩევნები ჩავატაროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.




























