მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კრემლის განცხადებები სანდოობით არ გამოირჩევა" - დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

613076f9c6f00
ინგა მურუსიძე
02.09.21 11:08
534
"კრემლის განცხადებები სანდოობით არ გამოირჩევა", - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

„საქართველოს ხშირად სმენია კრემლისგან სხვადასხვა განცხადება, თუმცა ისინი სანდოობით არ გამოირჩევა. ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ვიდრე არ შესრულდება 2008 წლის რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები, ამ შემთხვევაში ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება.

ანუ ეს არ არის სანდო განცხადება, რადგან არსებობს კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ მსგავსი მოლაპარაკებები დაიწყოს, მსგავსი ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, ჯერჯერობით, კრემლის არც ერთი განცხადება და არც ერთი ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული ამ მიმართულებით“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები