„მსოფლიოში დაახლოებით 120 მილიონი მომხმარებელი გვყავს. ისე კი, ჩვენს წამყვან 100 სახელმწიფოს შორის 80-ში, ბაზრის წილით პირველ ადგილს ვიკავებთ, მათ შორის საქართველოში. რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია კრიპტოტექნოლოგიის ათვისების მიმართულებით, რაც მარეგულირებლებისა და ხელისუფლების მხრიდან არსებული თანამედროვე მიდგომისა და დიდი კომუნის [დამსახურებაა]“, - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ვლადიმირ სმერკისმა BMG-სთან საუბრისას.
ცნობისთვის: Binance-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოში კრიპტობირჟის მიერ ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, რომელიც 28 ივლისს გაიმართა, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის აღმასრულებელი მენეჯერები და კრიპტოტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.