მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულტურა სულს ღაფავს" - დარგი გახსნის მოთხოვნით სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავს

600e74c468af0
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 11:42
775
სახელოვნებო სტუდიების წარმომადგენლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. ხელოვანებმა სამინისტროსთან არსებული ხეები ქართული ცეკვის კოსტუმებით გააფორმეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 1 წლის განმავლობაში სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ემორჩილებოდნენ არსებულ წესებს, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ისინი შეზღუდვების მოხსნას და სახელოვნებო სტუდიებისა და წრეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ქორეოგრაფები და სხვა ხელოვანები ფინანსური კრიზისის ზღვარზე არიან, რაზეც პასუხისმგებლობას სრულად განათლების სამინისტროს აკისრებენ.

ისინი სამინისტროს წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამენ და მუშაობის უფლებას მათთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციებით ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან იქამდე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები