მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კულტურის სამინისტრო უფრო კონცენტრირებულად და ადრესირებულად იმუშავებს კულტურის მუშაკების პრობლემატიკაზე"

6012c2002534c
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.21 18:05
2032
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კულტურის სამინისტროს გამოყოფის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი უწყების გამოყოფა დიდი ხანია, რაც დაანონსდა.

„დღეს ჩვენი საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს უჭირს, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები არის კულტურის მუშაკებთან დაკავშირებით, ეს შეიქმნა პანდემიიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე“, - განმარტა თურნავამ.

BM.GE-ის კითხვაზე - რას შეცვლის კულტურის სამინისტროს გამოყოფა, ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა:

„სამინისტროს შექმნა ნიშნავს იმას, რომ იქნება კონკრეტული ორგანო, რომელიც უფრო კონცენტრირებულად და ადრესირებულად იმუშავებს კულტურის მუშაკების და სფეროს პრობლემატიკაზე და დაეხმარება ყველა პრობლემის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები