მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაბორატორიების არარსებობი გამო, კალმახის პოპულაცია ნახევრდება" - საკალმახეს ხელმძღვანელი

6335b208d6ebf
ლიკა გურაბანიძე
01.10.22 21:24
1117
საკალმახე “ვაკიჯვარის” დამფუძნებელი რევაზ ნიკოლაიშვილი ქვეყანაში საკალმახე მეურნეობების გამოწვევებზე საუბრობს და ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების მიზეზებს განმარტავს. 

BM.GE-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ წელიწადში ლიფსიტების საინკუბაციო საამქროში მილიონ კალმახს ზრდიან, თუმცა არსებული წარმადობის მიუხედავად, ამბობს, რომ ის ადგილობრივ ბაზარს ვერ აკმაყოფილებს. ქვეყანის იმპორტდამოკიდებულების მთავარი პრობლემად მეურნეობის ხელმძღვანელი შიდა ბაზარზე თევზის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის დიაგნოსტიკის, ასევე იხტიოპათოლოგის არარსებობას ასახელებს. შედეგად, ფერმერებს სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებისას მარჩიელობა, ან ბრმად მოქმედება უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში თევზის სიკვდილიანობას იწვევს.

“კალმახის სიკვდილიანობის შედეგად, პოპულაცია ნახევრდება და წარმადობა მცირდება. ჩვენ ამ პრობლემას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ კი თურქეთში, იქაურ სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლით ვაგვარებთ, რისი საშუალებაც ყველა საკალმახის მფლობელს არ აქვს. საქართველოში საშუალოდ ყოველწლიურად 1 450 ტონა კალმახი იწარმოება, რაც საქართველოს ჰიდრორესურსების გათვალისწინებით ცოტაა”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები