მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლანჩხუთის გურიის" 100%-იანი წილი აუქციონზე იყიდება

62d4f84cc2eef
ნინო ტაბატაძე
18.07.22 11:18
2062
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი საფეხბურთო კლუბისთვის ინვესტორს ეძებს. "ლანჩხუთის გურიის“ 100%-იანი წილი აუქციონზე 34000 ლარად იყიდება.

მყიდველს რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება მოუწევს; მათ შორის, ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს განვითარებისათვის მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 ლარის ოდენობით ინვესტირება კლუბის განვითარებისთვის.

ამასთან, თანხის არაუმეტეს 60% მდე უნდა გაიხარჯოს შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურიას“ თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის, არანაკლებ 20% უნდა გაიხარჯოს შპს "ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.

ახალმა ინვესტორმა არ უნდა შეცვალოს კლუბის სპორტული პროფილი "ფეხბურთი’’ და საშინაო მატჩები უნდა ჩაატაროს ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.

აუქციონი 22 ივლისს დასრულდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები