მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიეტუვას შეუძლია საქართველოს დაეხმაროს ე.წ მწვანე შეთანხმების განხორციელებაში" - ელჩი

5fea25f0ea64c
თამთა ჯიჯავაძე
29.12.20 00:15
928
ლიეტუვას შეუძლია საქართველოს დაეხმაროს ე.წ მწვანე შეთანხმების განხორციელებაში, რაც ევროკავშირის დღის წესრიგშია. ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო 11 თვის განმავლობაში, ლიეტუვაში 572 მლნ გამოყენებული ალუმინის, მინის, თუ პლასტმასის ბოთლი დააბრუნა მომხმარებელმა ე.წ სადეპოზიტო სისტემაში. ამას დიდი წვლილი შეაქვს ცირკულარულ ეკონომიკასა და ნარჩენების მართვაში. ეს არის ის პრაქტიკული ელემენტები, რაშიც ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ გამოცდილება და ცოდნა. ასე რომ დიდი სიამოვნებით მექნება ამბიცია იმისა, რომ ვიმუშავო გარემოს დაცვით საკითხებზე, ნარჩენების მართვაზე, განახლებად ენეგიაზე.. აქ მზე ხშირად ანათებს, ასევე არის ქარი, განახლებადი ენერგია არის მომავალი. ეს კი მოდის ტექნოლოგიების და ინოვაციების წყალობით; და მწვანედ ფიქრის შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, გამოყენებული ბოთლების უკან დაბრუნების სისტემა ლიეტუვამ დაახლოებით სამი წლის წინ აამოქმედა, - „თავიდან იყო საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი მწარმოებლების მხრიდან, რითეილების მხრიდან, ვინაიდან მათ ინვესტიცია უნდა ჩაედოთ საჭირო ტექნოლოგიებში. ახლა კი უზარმაზარი ქსელი არსებობს ამ სადეპოზიტო შეგროვების სისტემისთვის. მოსახლეობისთვისაც ფინანსურად წამახალისებელია, და ასევე ემოციურადაც. გაყიდული ბოთლების 96% უკან დააბრუნეს. ეს უდიდესი წარმატების ისტორიაა“, - დასძინა ელჩმა.

ხოლო კითხვაზე, რამდენად აქვს წარმატების პოტენციალი ამ სისტემას საქართველოში, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტია.

„რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა მხარდაჭერა, უნდა იყოს პოლიტიკური მმართველობის ამბიციაც, ვინაიდან ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება მარტივად არ ხდება. იმისათვის, რომ ეს ამუშავდეს, საჭიროა დამატებითი წამახალისებელი ელემენტების შეთავაზება ხალხისთვის. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, თუ საით მივდივართ და ის აუცილებლად იმუშვებს მომავალში“, - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება, ლიეტუვას ელჩის გეგმებს ამ კუთხით საქართველოში, დიპლომატი ამბობს, რომ იგეგმება განათლებაში ინვესტირება.

„ჩვენ ასევე ვაფინანსებთ მზის პანელების დამონტაჟებას სხვადასხვა რეგიონებში, რათა ვაჩვენოთ რომ ამას მოაქვს ფინანსური სარგებელი“, - დასძინა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები