მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლილო მოლის" დირექტორი: "მესამე ტალღა არ უნდა იყოს"

606304923842c
ინგა მურუსიძე
30.03.21 15:05
1118
"პანდემიის მესამე ტალღა არ უნდა იყოს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა და ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„არაფრის ჩაკეტვა არ უნდა დაიგეგმოს და არც იგეგმება; ახლა მთავარია, ვაქცინაცია წამოეწიოს დღევანდელ მდგომარეობას, დავიცვათ წესები, რეგულაციები და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, "ბიზნესი "მესამე ტალღას" ძალიან ცუდად შეხვდება, ამიტომ ის არ უნდა იყოს".

ჟურნალისტები დაინტერესდნენ - ხომ არ გეგმავს კერძო სექტორი თავისი თანამშრომლების აცრას, რაზე გიორგი კვარაცხელიამ უპასუხა, რომ „ინდივიდუალური ვაქცინაციის საშუალება არ არის, თორემ - რატომაც არა“.

გარდა ამისა, ბიზნესმენი სამთავრობო პროგრამის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საჭიროა, ზუსტად ეს ინვესტიციები, რომ ჩვენი ეკონომიკა ამოიქაჩოს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები