ლუდის ტურების ორგანიზებასაც ვაპირებთ, - ამის შესახებ კომპანია “პრემიერ ალკოს” დამფუძნებელმა თინათინ დიდავამ გადაცემა BMG Drive-ში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ დეკემბრის დასაწყისშივე დაგეგმა 2023 წლის აქტივობები.
„ლუდის ისტორია ძალიან დიდია, შეიძლება საინტერესო ლუდის ტურების ორგანიზებაც დავიწყოთ. ჩვენი პარტნიორები - თითოეული ლუდსახარში მზად არის გვიმასპინძლონ. იქ ხშირადაა სხვადასხვა ფესტივალი, გამოფენა, და მსგავს დროს განსაკუთრებით საინტერესოა სტუმრობა“, - აღნიშნა თინათინ დიდავამ.
ცნობისთვის, „პრემიერ ალკო“ პრემიუმ კლასის სასმელების მწარმოებელი და იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს არაერთი სახეობის ბელგიურ და ჰოლანდიურ ლუდს, ასევე იტალიურ, ესპანურ და ავსტრიულ ღვინოს, მზა კოქტეილებსა და სადღესასწაულო სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
თინათინ დიდავამ გადაცემა BMG Drive-ში 2022 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ კომპანიის პორტფელს ახალი სასმელებიც შეემატა.
„ძალიან საინტერესო წელი იყო, შემოგვემატა ახალი პროდუქტები, თუმცა არ ვჩერდებით, რაც მთავარია ვვითარდებით. მთავარია 2023 წელი იყოს მშვიდობიანი. ძალიან რთულია, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ასეთი ვითარებაა... მშვიდობა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ადამიანისთვის, ასევე ბიზნესისთვის“, - განაცხადა მან.
„პრემიუმ ალკო“ 10 ძირითად მომწოდებელ ბრენდთან თანამშრომლობს და საერთო ჯამში 100-მდე ნაირსახეობას აერთიანებს.