მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ბევრი ქვეყნისგან გამოარჩევს" - მინისტრი

634d44f9ebae0
ინგა მურუსიძე
17.10.22 16:20
607
ინფლაციის მიუხედავად, საქართველოში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოარჩევს საქართველოს ძალიან ბევრი ქვეყნისგან მსოფლიოში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა განაპირობებს IMF-ის პროგნოზს, რომელმაც 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

„რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებს და არა მხოლოდ მას, ბუნებრივია ეს ეფუძნება ეკონომიკური ზრდის დინამიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლებში ფიქსირდება. გასულ წელს გვქონდა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს გარკვეულწილად საბაზისო ეფექტითაც იყო გამოწვეული, როცა 2020 წელს პანდემიის გამო 6.8%-ი შემცირდა ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად ამისა, 2021 წელს არა მხოლოდ აღდგა საქართველოს ეკონომიკა სრულად პანდემიური დანაკარგებისგან, არამედ 2.9%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2019 წელს.

2022 წელს ეს ტენდენცია გაგრძელდა და უკვე 8 თვეში ჩვენ გვაქვს 10.3%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა. თუ გადავხედავთ ძალიან ბევრ ქვეყანას, მსგავსი ზრდა ნამდვილად არ აქვთ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მთავარი პრობლემა, რაც ეკონომიკებს აქვთ, არის ინფლაცია. ამ ინფლაციის მიუხედავად, საქართველოში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოარჩევს საქართველოს ძალიან ბევრი ქვეყნისგან მსოფლიოში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები