"სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა რეიტინგებით სარგებლობს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო მზადების დროს, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ამისთვის ახლა არ სცალია და ახლა მთავარია, მუშაობა კრიზისის დასაძლევად.
„მართლა სერიოზული კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ. დღეს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა. 24 საათი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახს აღვუდგინოთ ის ზიანი, რომელიც თითოეულს მიადგა. ამას სჭირდება სერიოზული კონცენტრირებული მუშაობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



























