ციფრებშია გაზომილი თუ რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება ქვეყნისთვის და რა გავლენა აქვს ამას ეკონომიკაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, თუ გვინდა, რომ ეკონომიკა განვითარდეს, უნდა ვმართოთ პანდემიის რისკები.
„თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდა ქვეყანაში, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში ეპიდემიის კონტროლი. მარტივი ფორმულით უნდა ვიხელძღვანლოთ: სწრაფი გამოვლენა, მკურნალობა და სწრაფი დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში. ამისთვის გვმართებს ყურადღება, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ ვართ, სად ვართ და რითი ვართ დაკავებული. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება, ძალიან კარგად მესმის ციფრებშია გაზომილი და ეკონომიკაზე რა ზემოქმედება აქვს, ამის ახსნა არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, ის ცოდნა და კომპეტენცია, რაც აქვთ მიღებული იქ, ამის საქართველოში ჩამოტანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ემიგრანტებს გაწეული შრომისთვის, განათლების მიღების და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა.