მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე ვამაყობ ყველა მოსამართლით" - ირაკლი ღარიბაშვილი

6433e4f19d9b5
BM.GE
10.04.23 14:27
588
მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებიც ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოსამართლეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს მოსამართლეების დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, ყველა მოსამართლეს, თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს სასამართლო რომ გვაქვს კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან თავისუფალი, ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოსა და მოსამართლეების დამსახურება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე ყველას მოსამართლეების დიდი პატივისცემით მოხსენებისკენ მოუწოდა.

„მე გთხოვთ რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი. მოგიწოდებთ, იყოთ კორექტული და კორექტულად მიმართოთ მოსამართლეებს“, - განაცხადა პრემიერმა.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები