არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებულ "მეამას" შენობას, უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს აღებული. ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა გამოავლინეს.
გამარჯვებული კომპანიები, 2023 წლის ივნისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამი დაგეგმილ საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d"Excellence Awars-ზე მიიღებენ მონაწილეობას.

"მეამას" გენერალური დირექტორის, მოადგილის ქეთა ფირცხალაიშვილის განცხადებით: "მეამასთვის", როგორც ქართული ბრენდისთვის, რომელიც გლობალურ ბაზარზე სულ მალე წარსდგება, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. "მეამა" უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, შესაბამისად, მსგავსი სახის აღიარება კომპანიისთვის, რომელიც ქმნის მრავალფეროვან პროდუქციას და მომსახურების მაღალ სტანდარტს ნამდვილად ძალიან საამაყოა".
კომპანიის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს და შენობის პროექტის ავტორს, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს.





























