მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტროში ე.წ. გამტარებლების ბარათები დაიბლოკება“ - თბილისის მერი

620ca7da03932
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.22 11:31
5583
თბილისის მერი დღეს მეტროსადგურებში ე.წ. "გამტარებლების" მიერ თანხის სანაცვლოდ მგზავრების გატარების ფაქტებს გამოეხმაურა და უკანონო უწოდა.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ასეთ კანონდარღვევებს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები - კონტროლიორებო გააკონტროლებენ და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, „გამტარებლების“ ბარათები დაიბლოკება.

„მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ კადრებს, რომელიც გადაღებული იყო თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით, ახორციელებენ თავის უფლებამოსილებას, სხვა მოვალეობებთან ერთად ისინი აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით ჩვეულებრივ მგზავრებს საკუთარი აბონემენტით სთავაზობენ. ეს შეიძლება არ იყოს მათი აბონემენტი და შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველი პირის ან სტუდენტის შეღავათიანი ბარათები, რომლითაც ისინი ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. ეს კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოიფხვრას. ასეთ შემთხვევაში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ ადამიანებს კანონის დარღვევის საშუალება არ მივცეთ. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს სრული უფლება აქვს, ჩამოართვას სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს ნუ შეეცდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში ჩარევას და ნუ ცდილობენ კანონდარღვევის წახალისებას“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები