მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მილიონ დოზა ვაქცინაზე Pfizer-თან შეთანხმება მიღწეულია, ფული გადახდილია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

60df108c8697e
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.21 17:16
2394
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო Pfizer-თან მიღწეული შეთანხმების შედეგად Covid-საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონ დოზას ეტაპობრივად, ივლისიდან მიიღებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„Pfizer-თან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას 1 მლნ დოზაზე, კონტრაქტი გაფორმებული და ფული გადახდილი გვაქვს. Pfizer აღნიშნული დოზების მოწოდებას ეტაპობრივად ივლისიდან დაიწყებს. ჯამში წლის ბოლომდე ველით, რომ დაახლოებით 4 მლნ-მდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები