მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმდინარე წლის დეკემბერი პანდემიამდელ პერიოდს გვაგონებს" - "რითეილ გრუპ ჯორჯია"

61cdc67f858a5
მარიამ იზორია
30.12.21 23:40
732
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სექტორისთვის 2021 წელი რთულად დაიწყო, თუმცა სიტუაცია სექტემბრიდან საგრძნობლად გამოსწორდა.

რაც შეეხება დეკემბრის თვეს, მაღალაშვლის თქმით, 2019 წელთან შედარებით რითეილ სექტორი გააქტიურებულია და წინასაახალწლოდ მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ტანსაცმელზე, ასევე სახლისთვის საჭირო ნივთებსა და დეკორზე.

„მიმდინარე წლის დეკემბერი პანდემიამდელ პერიოდს გვაგონებს, დეკემბრის თვეში გასული 2019 წლის მონაცემებს მთლიანი კომპანიის ჭრილში 10%-ით გადავაჭარბეთ. სრული წელი, რა თქმა უნდა, შორს არის 2019 წლის მაჩვენებელთან, მაგრამ დეკემბრის თვეში ასეთი წარმატება გვაძლევს იმედს, რომ 2022 წელი უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ამას ხელი შეზღუდვების შემსუბუქებამაც შეუწყო, გარემო უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიმედოვნებთ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - აცხადებს “რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები