მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინი აგური" - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მწარმოებელი სტარტაპი

61eff4c13335a
მარიამ იზორია
29.01.22 23:45
5251
“მინი აგური” ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების კერძოდ, რეალურის ანალოგით შექმნილი მინიატურული ბლოკებისა და აგურების მწარმოებელი სტარტაპია, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს სურვილისამებრ, შეღებოს, ააშენოს და შექმნას რეალური მაკეტი.

“მინი აგურის” დამფუძნებელი თენგიზ მაღლაფერიძე bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანია ბათუმსა და თბილისში ორ საწარმოს ფლობს. მისივე თქმით, “მინი აგურის” სათამაშოები როგორც ონლაინ, ასევე ბრენდის მაღაზიაში იყიდება.

“საკუთარი შვილის მაგალითმა შთამაგონა შემექნმა ეკოლოგიურად სუფთა მინიატურული კონსტრუქცია. ბავშვები პლასტიკის ასაწყობი კუბიკებით ხშირად თამაშობენ და ისევე, როგორც მე, მშობლების უმრავლესობა მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ არის. ჩვენი პროდუქცია იდეითა და არსით ნამდვილად გამორჩეულია, ის ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება - განავითაროს ბავშვის მოტორული უნარები, გამოავლინოს კრეატიულობა და მიიღოს სასურველი ფერისა და ფორმის მაკეტი.

მომხმარებლის მხრიდან დადებითი გამოხმაურება გვაქვს. გარდა ადგილობრივებისა “მინი აგურს” საჩუქრად სხვადასხვა ქვეყანაში გზავნიან” - ამბობს “მინი აგურის” დამფუძნებელი.

დღეისთვის კომპანია “მინი აგური” კონსტრუქციების რამდენიმე ახალ ნაკრებზე მუშაობს. ამასთან, დამფუძნებელი ახალი საწარმოს შექმნასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები