მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მჯერა თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას გამოადგება" - ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს

62c2b7ac2a30b
მარიამ იზორია
04.07.22 14:00
563
ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ აბიტურიენტებისთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთა.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო. მე ღრმად მწამს, რომ ცოდნა და განათლება, მეცნიერება და შემოქმედება არის ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოვლენისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები