მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მსოფლიო ბანკის მხრიდან ითქვა, რომ საქართველომ შეძლო უღარიბესი ქვეყნიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნად ქცეულიყო"

6320cd0e82f2f
BM.GE
13.09.22 22:45
718
საქართველო დღეს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA), დონორი სახელმწიფო ქვეყნის სახელით ოფიციალურად შეუერთდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო თავის წარმატების მაგალითებს და გამოცდილებას იმ ქვეყნებს გაუზიარებს, რომლებიც დღეს გაჭირვების პირას არიან და მიზნად აქვთ დასახული, უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებად განვითარდნენ.

„მსოფლიო ბანკის მხრიდან აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში და ხაზი გაესვა, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ქცეულიყო უღარიბესი ქვეყნიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნად და ქვეყნად, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების ამბიცია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მდგრადობა და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებზე, როგორც სექტორული მიმართულებით, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობამ გასული სამი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს განვითარების დღის წესრიგს. ასეთი მტკიცე და მდგრადი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეძლო რეფორმების განხორციელება ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და ენერგოუსაფრთხოება.

ცნობისვთვის, დღეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელი აღინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები