მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობამ რაც გააკეთა, ეს იყო საბჭოთა მენტალიტეტით, საბჭოთა ტვინით გაკეთებული"

5ffff5641fe5a
ინგა მურუსიძე
14.01.21 22:20
891
მთავრობამ რაც გააკეთა, ეს იყო საბჭოთა მენტალიტეტით, საბჭოთა ტვინით გაკეთებული, - ამის შესახებ BM.GE-სთან  სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი დარციმელიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, სწორედ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ზარალი, რომელიც ტურიზმის სექტორს მიადგა, იყო არნახული.

„არ შეიძლება შემოიღო სადამსჯელო რეგულირების ფორმები და ფაქტია, რომ მკაცრმა შეზღუდვებმა განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო კორონავირუსის სტატისტიკის თვალსაზრისით. არაერთხელ იყო საუბარი, რომ უნდა შეიქმნას ტურიზმის ბორდი.

საუბარია ასევე, რომ შეიქმნას ტურიზმის ალიანსი და სექტორთან დაკავშირებული საკითხები სწორედ მან გადაიბაროს. სწორედ მათ უნდა ისაუბრონ რა წესები დაწესდეს და როგორ. საკითხით უნდა დაკავდნენ პრაქტიკოსები და არა თეორეტიკოსები, ან ინსპექტორი, რომელიც კაბინეტში ზის, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან. ჩვენ ასე უბრალოდ ბიზნესს ვაზარალებთ და არ ვიღებთ არაფერს“, - განაცხადა დარციმელიამ.

მისივე თქმით, დროა ბიზნეს დემოკრატია დაწესდეს და წესები სექტორმა უკარნახოს მთავრობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები