მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით" - ქუთაისის აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა

64ace769f02fb
BM.GE
11.07.23 09:21
575
ქუთაისის აეროპორტმა უამინდობის გამო გამოწვეული შეფერხების შემდეგ რეისების მიღება განაახლა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტყობინება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა აეროპორტის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება.

“აეროპორტის შესაბამის სამსახურებს დილის 7 საათამდე მიეცათ დრო ჩაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება, იმისათვის, რომ ოპერირების გეგმურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიმზი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმური მიღება დილის 4 საათიდან დაიწყო. თუმცა შექმნილი სიტუიციის გამომწვევი მიზეზები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე. უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი. შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით", - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის აეროპორტი დაიტბორა, დაზიანდა ჭერის ნაწილიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები