მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით წლევანდელი წელი ისტორიული წელი იქნება - ქარქაშაძე

63f87022dcbea
მარიამ ვარადაშვილი
24.02.23 14:03
1073
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე BMG-სთან საუბრისას ამბობს, რომ მგზავრთნაკადის კუთხით წლევანდელი წელი ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული იქნება. მისი პროგნოზით, წელს აეროპორტი 1.2 მლნ მგზავრს მოემსახურება.

მგზავრთნაკადის დიდი ოდენობის მიუხედავად, [წლიური ზრდა 182%] ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პანდემიამდე ნიშნულს მაინც ვერ დაუბრუნდა. ამის გათვალისწინებით 2019 წელი აეროპორტისთვის კვლავ რეკორდულად ითვლება, როდესაც ის თითქმის 874 ათას მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის აეროპორტის მაჩვენებელი/წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო




“2023 წელს ქუთაისის აეროპორტი 1.2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურება და ეს ისტორიული წელი იქნება აეროპორტისთვის. ასევე ველოდებით რომ ქართული ბაზარი სრულად დაუბრუნდება პანდემიამდე მაჩვენებელს. მართალია მსოფლიო ავიაციის სრულად აღდგენა 2025 წლამდე არ იგეგმება, თუმცა საქართველომ აბსოლუტურად სხვა მაგალითი აჩვენა აღდგენის კუთხით. გასულ წელს ქუთაისის აეროპორტში დაახლოებით 110 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, გაფართოვდა ტერმინალი და ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მზად არის ამ პერსპექტივისთვის. უკვე დააანონსებული გვაქვს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომელიც წელს დაპროექტირდება",-ამბობს ქარქაშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები