მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწვანე პასპორტი" 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება - ირაკლი ღარიბაშვილი

6188f7d5c1636
ინგა მურუსიძე
08.11.21 14:14
10134
"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები.

„ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები და ა.შ. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი ჩვენი ბრიფინგის დასრულებისთანავე გავრცელდება. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რესტორნები, ფიტნეს-დარბაზები, სამორინეები... - სად ვერ შეხვალთ "მწვანე პასპორტის" გარეშე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები