მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანჰესისა თუ ანაკლიის პროექტების შემდეგ წარმოუდგენელია, აქ ინვესტორმა $100 მლნ-ის ინვესტირება გარისკოს"

615498345dbb0
ანუკა ჯოხაძე
29.09.21 23:25
929
საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, რომელიც ქართველ ინვესტორებს $100 მლნ-ის ინვესტირების ხალისს უჩენს,- ეს განცხადება გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

განცხადებას კრიტიკულად აფასებს კერძო სექტორი, რომელიც ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესი არაერთი პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშეა.

ევროპული ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ნამახვანჰესისა თუ ანაკლიის პორტის პროექტების შემდეგ წარმოუდგენელია, ქვეყანაში ინვესტორმა 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება გარისკოს.

ჭუმბურიძის განმარტებით, იქამდე სანამ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო არ იქნება, ასევე სასამართლო რეფორმა არ განხორციელდება და არ გვექნება საინვესტიციო გეგმა, ინვესტორების დაინტერესება რთული იქნება.

“ნამახვანისა და ანაკლიის პორტის პროექტის შემდეგ როგორ შეიძლება 100 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ინვესტორს დაელაპარაკო? მე მაგალითად სიამოვნებით მივიღებდი 100 მილიონიან ინვესტორს საბჭოში. ვისურვებდი, რომ ასეთი ინვესტორები გამოჩნდეს, მაგრამ თუ ქვეყანამ ვერ ჩაატარა გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში პოლიტიკურ მდგომარეობას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკის სტაბილურობას, თუ ასევე ვერ ჩაატარეს სასამართლოს რეფორმა, პირდაპირ გეტყვით, ამ პირობებში როგორც შეიძლება მოიზიდო ინვესტორი? თუ კი ქვეყანაში უცხოელი ინვესტორის ინტერესი არ არის დაცული, როგორ უნდა იყოს დაცული ადგილობრივი ბიზნესის ინტერესები? როცა შენ სტრატეგიული პარტნიორის ინვესტორს შეუქმნი ისეთ პირობას, რომ არბიტრაჟში წავიდეს და ეს კომპანია არის ცნობილი და მუშაობს ენერგეტიკულ პროექტებზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა მიბმულია, ჩათვალეთ, რომ არცერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში სერიოზულ ინვესტიციას არ განიხილავს", - აცხადებს ევროპული ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები