მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაქირავები ბინებიდან ადამიანებს ყრიან, რადგან რუსები უფრო მეტს სთავაზობენ” - ნატალია ბახტაძე

6239d562168fe
მარიამ ადამია
23.03.22 09:00
962

“ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, რასაც კერძო სექტორი ვერ უპასუხებს და  საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა” - ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში”, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა და მრჩეველმა, ნატალია ბახტაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, კერძო სექტორს სჭირდება ორიენტირი, თუ რა არის დღეს ტურიზმის სექტორში სახელმწიფოს პოზიცია. 

"ნაქირავები ბინიდან ადამიანებს ყრიან, იმის გამო, რომ სხვა(რუსეთის მოქალაქე) უფრო მეტს სთავაზობს. ასევე არის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ამ შემთხვევაში რუსმა, სახლი, მაგალითად 2-3 თვით იქირავა და ვადის გასვლის შემდეგ, ამბობს, რომ მას არ შეუძლია ბინის საფასური გადაიხადოს, რადგან ფული ვერ გამოაქვს. ამ დროს რას ვაკეთებთ? არავინ იცის ასეთ დროს რისი უფლება აქვს მომხმარებელს, ან თავად სერვისის მიმწოდებელს. ამ კითხვებზე პასუხებს სახელმწიფო უნდა ეძებდეს,” - განაცხადა ნატალია ბახტაძემ.

მისივე თქმით, კერძო სექტორი რუსებს მომსახურებაზე უარს არამხოლოდ იმის გამო ეუბნება, რომ ამ გზით პროტესტს გამოხატავს, ამის მიზეზი არის ისიც, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაურკვეველია და შესაძლოა, გადახდისუუნარონი იყვნენ. 

“პანდემიის შემდეგ ქვეყანაში კერძო სექტორი სულს ღაფავს და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა გადარჩენა. რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ ერთი, დამატებითი ზეწოლაა ბიზნესზე, ამ დროს საჯარო სექტორს მთავარ კითხვებზე პასუხები არ აქვს, არ ვიცით როგორ ვიქცევით,” - ამბობს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და მრჩეველი, ნატალია ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები