მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნათელი გახდა, რა სურს საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლების პოზიცია კი - ნაკლებად ცხადია" - პრეზიდენტი

640ac3b2c10a9
ინგა მურუსიძე
10.03.23 09:36
760
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირთან პოზიციები არ დააზიანა და პირიქით, ხალხის პოზიცია ნათელი გახდა. ასე უპასუხა პრეზიდენტმა Bloomberg-ის კითხვას, ამ პროცესის გაღრმავებამ დააზიანა თუ არა საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან.

"არა, ვფიქრობ, რომ პირიქით. ყველამ იცის, რომ პარლამენტში უმრავლესობას "ქართული ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, ყველაფერი, რისი ინიციატორებიც ისინი იქნებიან, ყველაფრის იმპლემენტაცია და განხორციელება შეუძლიათ. რეალურად არავის შეუძლია ამ წინ აღუდგეს პროცესს, მათ შორის, არც პრეზიდენტის ვეტოს. ამ შემთხვევამ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ როცა საზოგადოება ერთიანია, მას საპარლამენტო უმრავლესობის დამარცხებაც კი შეუძლიათ. ესაა მთავარი.

ამან ძალიან ეფექტიანად აჩვენა, სადაა საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროევროპულობა. ყველა გამოკითხვის მიხედვით 80% ევროკავშირის მომხრეა, ხალხს აქეთ სურს წასვლა, ნათელია, რა პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობას. ამ ბოლო პერიოდში რაც ნაკლებად ნათელი იყო - ეს ხელისუფლების პოზიციაა, რადგან სწორედ მათ ჩაწერეს კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური პროცესი, რომ საქართველო განაცხადს 2024 წლისათვის გააკვეთებდა, უეცრად კი ნაბიჯებს სხვა მიმართულებით დგამენ. ასე რომ, მათი პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები