მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი წუხილია ის, რომ ვკარგავთ შანსს, რომელიც, შესაძლოა, მომავალში აღარც მოგვეცეს" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა მნიშვნელობა არც აქვს, მმართველი გუნდი “რუსულ კანონს” გაიწვევს თუ არა, ვინაიდან ქვეყანაში სრული სურათი საკმაოდ შემაშფოთებელია. ამის შესახებ მან Bloomberg-ის ეთერში ჩართვისას ისაუბრა.

„არის სხვა კანონებიც, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირმა მოგვცა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის”, - განაცხადა მან. პრეზიდენტის თქმით, ამას ემატება ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც მმართველი პარტიის ყველა ლიდერის მხრიდან მოდის: „ჩვენს პარტნიორებს, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ, ისინი უწოდებენ უცხოურ აგენტებს, "ეს რუსული ენაა".

პრეზიდენტის თქმით, ჩვენ ახლა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ, ვინაიდან იმ გეზს, რომელიც მთავრობას აქვს აღებული, არ მივყავართ ევროპისკენ. “ამიტომაც თქვენ ხედავთ მასობრივ დემონსტრაციებს, 200 ათასი ადამიანის მონაწილეობით, 38-ე დღეა დემონსტრაციების. მთავარი წუხილი არის ის, რომ ჩვენ ვკარგავთ შანსს, რომელიც, შესაძლოა, მომავალში აღარც მოგვეცეს. ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა. შეწუხებულია ჩვენი საზოგადოებაც და პარტნიორებიც. ჩვენ ოქტომბერში გვაქვს არჩევნები, ვფიქრობ, ქუჩებში საზოგადოების სურვილის მკაფიო დემონსტრირების შემდეგ, გვჭირდება ხალხის მკაფიო სურვილი არჩევნებზეც დაფიქსირდეს, რომ გზა, რომელიც გვინდა, მხოლოდ ევროპისკენაა. ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე - რატომ უნდა სურდეს მმართველ პარტიას “რუსული კანონის” მიღება, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “ეს კითხვა მათ უნდა დავუსვათ“. პრეზიდენტის თქმით, მმართველ გუნდს ეს კანონი რომ არ წარმოედგინა, შესაძლოა, არჩევნებში გაემარჯვათ კიდეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები