მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

"სპეცრაზმი წყლისა და გაზის ბალონებით მზად არის გადავიდეს მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს" - ასე გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე აქციას, რომელიც "რუსული კანონის წინააღმდეგ" გაიმართა.

"სამოქალაქო საზოგადოების მასიური მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ. "სპეცრაზმები" წყლისა და გაზის ბალონებით მზად არიან, გადავიდნენ მოქმედების წინააღმდეგ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!", - წერს პრეზიდენტი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა. კანონის განხილვის ფონზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები