მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან ჩავედი - ესეც ტურიზმია და ამასაც ეკონომიკური ძალა აქვს" -პრემიერი

5eda2c0436fe0
ინგა მურუსიძე
05.06.20 15:26
1044
ქართველებს უნდა ვასწავლოთ, რომ დაისვენონ საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვდრაზე განაცხადა.

„ფაქტია, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ სიარულები, არ ვიტყვი სად, ვინმეს რომ არ ვაწყენინო. ამიტომ ქართველებს უნდა ვასწავლოთ, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან ჩავედი - ესეც ტურიზმია და ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს, მაგრამ არა.

ამაზე სწრაფად უნდა ავკრიბოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ და შემდეგ ვიყოთ მზად იმისთვის, რომ უცხოელი ტურისტები მივიღოთ. ყველაფერი იქნება გასაკეთებელი უკიდურესად ფრთხილად. რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ეფექტურად გახსნის ტურიზმს. ასევე, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ადაპტაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა გახარიამ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები