მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NATO სიტუაციას აკვირდება" - სტოლტენბერგი პლონეთში რუსული რაკეტების შესაძლო ჩამოვარდნის შესახებ

637409d32fd81
ალა ისპირიანი
16.11.22 01:41
648
NATO-ს გენერალური მდივანი იან სტოლტენბერგი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, NATO სიტუაციას აკვირდება და ყველა ფაქტის დადგენა მნიშვნელოვანია.

"ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას აფეთქებაზე პოლონეთში. გადავეცი ჩემი სამძიმარი გარდაცვლილთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას, მოკავშირეები მართავენ მჭიდრო კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა ფაქტი,"– წერს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად აფეთქება მოხდა და შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ეს იყო უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. თუმცა პოლონურ მხარეს აღნიშნულ ფაქტში რუსეთის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.

ამასთან, პოლონეთის მთავრობის სპიკერის პიოტრ მიულერის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია. არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება.

მან მედიას ასევე მოუწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

რუსულმა მედიამ კი დაწერა, რომ  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებებს პროვოკაცია უწოდა. 





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები