მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნაწილობრივი შეზღუდვები საქართველოში დღეს არსებულ ხანძარს ვერ ჩააქრობდა”– აკაკი ზოიძე

5fcb6ff0a75e9
სალომე მეცხვარიშვილი
05.12.20 15:28
1168
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და შეზღუდვებს აფასებს, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდა და რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, საქართველოში მობილობის შემცირების გზით. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes Talks–ში ისაუბრა.

აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ თუ რეალურად მოხდა ამ შეზღუდვების აღსრულება, ქვეყანაში ჩაქრება ის ეპიდემიოლოგიური “ხანძარი”, რომელიც ახლა მძვინვარებს.

მისი თქმით, სანამ შეზღუდვები დაწესდებოდა, მთავრობასთან იყო კონსულტაციები, სადაც განხილული იყო შეზღუდვების სხვადასხვა ზომები და მათი შესაძლო შედეგები.

“დაახლოებით, რომ გითხრათ, ასეთი პერსპექტივა ჩანდა– სასწორის ერთ პინაზე იყო, დღეში 150 სიკვდილზე ასვლა, რისთვისაც შეიძლებოდა მიგვეღწია თუ არ დავაწესებდით შეზღუდვებს და მეორე პინაზე იყო 1.5%–იანი ეკონომიკური ვარდნა და მილიარდ–ნახევრიანი დანახარჯები ბიუჯეტიდან, პლუს საგადასახადო დანაკლისი.

იხილებოდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი შეზღუდვები და ყოფილიყო ნაწილობრივი, მაგრამ ვფიქრობ, ეს საქართველოში დღეს არსებულ ხანძარს ვერ ჩააქრობდა”,– აცხადებს კაკი ზოიძე.

მისი თქმით, ის ეპიდაფეთქება, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, პირდაპირ არის საარჩევნო პროცესისა და არჩევნების დღის შედეგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები