მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოლ-პი ჯგუფი" ღვინის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება (R)

617aa9c40e26b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 17:48
2822

30-31 ოქტომბერს, WinExpo’21-ის ფარგლებში, "ოლ-პი ჯგუფი" (www.floor.ge) ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს მათთვის განკუთვნილ იატაკის სისტემებს გააცნობს. კომპანიის პროდუქტები "ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში იქნება წარმოდგენილი. 

გამოფენის დეტალებზე bm.ge-სთან "ოლ-პი ჯგუფის“ დირექტორმა ნიკოლოზ მაჩალაძემ ისაუბრა.

- "ოლ-პი ჯგუფი“ WinExpo’21-ის ტექნოლოგიურ ნაწილში მონაწილეობს. რას სთავაზობს და რითი უწყობს ხელს კომპანია ღვინის ინდუსტრიის განვითარებას?

"ოლ-პი ჯგუფი“ მეღვინეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. იატაკის სისტემების მრავალფეროვნებით, ჩვენი კომპანია პასუხობს ღვინის სექტორის ნებისმიერ საჭიროებას, იქნება ეს ქარხნის გარე ტერიტორია, საწარმოო ზონა, საწყობები თუ ლაბორატორიები.

- რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ღვინის ინდუსტრიისთვის განკუთვნილი იატაკის სისტემები?

გამოყენების ზონის მიხედვით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისთვის განკუთვნილია: ბეტონის სამრეწველო, პოლირებული და პოლიმერული იატაკები. დანიშნულების შესაბამისად, განსხვავებულია პროდუქტის მახასიათებლები და სტანდარტებიც. გარდა ამისა, ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და კვების ინდუსტრიისთვის ,,ოლ-პი ჯგუფი“ ფლობს ანტიმიკრობული დანამატის შემცველ პროდუქტს - პოლიმერბეტონის იატაკს. ვერცხლის იონებზე დაფუძნებული ტექნოლოგიით, იგი ბაქტერიების გავრცელებას სრულად გამორიცხავს. იატაკის აღნიშნულ სისტემას ახასიათებს უმაღლესი მდგრადობა ქიმიური ნაერთების, ტემპერატურისა და ზეწოლის მიმართ. გამოიყენება საწარმოო სივრცესა და ლაბორატორიებში.

- როგორ გახდა ხელმისაწვდომი "ოლ-პი ჯგუფისთვის” აღნიშნული პროდუქტი?

"ოლ-პი ჯგუფი“ წამყვანი ბრიტანული კომპანიის FLOWCRETE ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. პოლიმერბეტონის იატაკის ქართულ ბაზარზე შემოტანაც ამ ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში შევძელით. სხვათაშორის, პანდემიის დაწყებამდე, "ოლ-პი ჯგუფის“ განხორციელებული პროექტები ჩვენს ქვეყანაში FLOWCRETE-ის ვიცე-პრეზიდენტმა პირადად მოინახულა.

- რამდენად აქტიურად სარგებლობენ ქართველი მეღვინეები "ოლ-პი ჯგუფის“ ექსკლუზიური პროდუქტით?

"ოლ-პი ჯგუფის“ მოწყობილ პოლიმერბეტონის იატაკს არაერთი ცნობილი კომპანიის საწარმოში შეხვდებით. დარწმუნებულები ვართ, WinExpo’21-ზე თანამედროვე საწარმოო პროცესისთვის განკუთვნილ ამ და სხვა პროდუქტებზე, მეღვინეებს საინტერესო ინფორმაციას მივაწოდებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები