მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ომის მიუხედავად საფინანსო სექტორი მდგრადია და გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს" - კოვზანაძე

6239c74a5a6b1
მარიამ იზორია
22.03.22 17:00
533
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, როგორც საბანკო ისე მთლიანად საფინანსო სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილეს. საუბარი მაკროეკონომიკურ და მონეტარულ სტაბილურობას, ინფლაციას, ლარის კურსს, საფინანსო სისტემის მდგრადობას და საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციას შეეხო.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საფინანსო სექტორი მდგრადია და ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს.

„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, მხარი დაუჭიროს და განიხილოს ყველა ის ინიციატივა, რომელიც საფინანსო-საბანკო სფეროს კიდევ უფრო მდგრადობას განაპირობებს“-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში უფრო აქტიურად ჩასართავად მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები