მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პატარიძის რაჭული" მსოფლიოს 4 ქვეყანაში იყიდება - რაჭულ ბიო-ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

60a9f1f5f2e03
ინგა მურუსიძე
22.05.21 20:30
1859
"პატარიძის რაჭული" მსოფლიოს 4 ქვეყანაში: აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთსა, და ისრაელში იყიდება. როგორც bm.ge-ს მისი დამფუძნებელი, შორენა პატარიძე უყვება, საფრანგეთსა და იტალიაში რაჭული ღვინო სწორედ პანდემიის პერიოდში გავიდა.

პატარიძის ვენახი სოფელ აბანოეთში მდებარეობს და მარანი ორი სახეობის ბიო-ღვინოს აწარმოებს - ალექსანდრეულის და მუჯურეთულისაგან მომზადებული მშრალი წითელი ღვინო “პატარიძის რაჭული” და "რაჭული როზე”.

შორენა პატარიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია პროექტ “გრეტას” დახმარებით ახალ ბიო ვენახებს აშენებს, მიღებული ყურძნისგან კი წარმოება 3000-დან, 5000 ბოთლამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, შორენა პატარიძის ინფორმაციით, პანდემიამდე "პატარიძის რაჭული” არაერთ რესტორანსა და მაღაზიაში იყიდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ “სოფლიდან.ჯი"-ზე იყიდება და ბარში "Underground”.
ღვინის მწარმოებლის მიერ 80% საზღვარგარეთ იყიდება და ამბობს, რომ მოთხოვნა თანდათან იზრდება.

შორენა პატარიძე წარმოებაში სერიოზულ გამოწვევად მოსახლეობისაგან დაცლილ რაჭას და ამის გამო მუშახელის სიმცირეს ასახელებს.

"მუშახელი სერიოზული პრობლემაა, ფერდობებზე გაშენებულ რაჭის ბიო ვენახში ყველა სამუშაო ხელით სრულდება. მცირე წარმოებისთვის მორგებული ტრაქტორის დაფინანსება ვითხოვე ქართული სახელმწიფო ზროგრამით “აწარმოე საქართველოში” მაგრამ უარი მითხრეს.

დამაფინანსა ავსტრიულ-შვედურმა ფონდმა "გრეტამ", რომელიც ეკო და ბიო მიმართულებებს აფინანსებს. ამ დაფინანსებით მოვახერხებ, რომ წარმოება 1,5-ჯერ გავზარდო. ფონდმა შემიძინა მარნის აღჭურვილობა და მიფინანსებს ბიო სერთიფიკატს, რაც ღვინოს სხვა სეგმეტზე გაყიდვის შესაძლებლობას მომცემს.

ძალიან მნიშვნელივანია, ჩემი წარმოების განვითარებაში ფერმერთა ასოციაციის როლი. მათ შემიცვალეს სამყარო და მივხვდი, რომ შესაძლებელია უცხოური ფონდებიდან ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და წარმოების განვითარება. 2018 წელს ბიზნეს გქონდა კრიზისი და სწორედ ამ დროს 2019 დამაფინანსა გაეროს “ქალთა ეკონომიკური განვითარების ფონდმა”გავაგრძელე ღვინის წარმოება და წინ კიდევ ბევრი გეგმაა. მინდა საქართველო და რაჭული ღვინო ბევრმა გაიცნოს და შეიყვაროს", - განაცხადა შორენა პატარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები