მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნელ-ნელა ვითვისებთ აზიისა და ამერიკის ბაზრებს” - “შატო მუხრანი”

649aee723065c
ნანუკა ნარიმანიძე
27.06.23 21:50
590
“შატო მუხრანი” საექსპორტო ქვეყნების გაფართოებას განაგრძობს და აზიისა და ამერიკის ბაზრებს ითვისებს - ამის შესახებ კომპანიის ბრენდ მენეჯერმა თეონა ტაბატაძემ და "შატო მუხრანის" ლოჯისტიკის მენეჯერმა ბორის ვაშაკიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრეს.

“ჩვენ წელს პირველად დავესწარით სეულის გამოფენას, რომელსაც წლიურად 35 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ამ გამოფენაზე დასწრებისას ჩვენი მთავარი ორიენტირი აზიის ბაზარი იყო, “შეულის საერთაშორისო ალკოჰოლური სასმლის გამოფენა” ემსახურება, ორივე სექტორის, როგორც BTC-ს, ასევე BTB-ს, სადაც ხვდები პოტენციურ პარტნიორებს და შენს უშუალო მომხმარებლებს. აზიაში ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია, განსაკუთრებით ქართული ქვევრის მიმართ. მალე სამხრეთ კორეის ბაზარზე, სეულში უფრო მეტად ვიხილავთ ქართულ ღვინოს. ჩვენ ნელ-ნელა ვითვისებთ აზიისა და ამერიკის ბაზრებს” - თქვა თეონა ტაბატაძემ.

აღსანიშნია, რომ “შატო მუხრანმა” ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიიღო. კომპანიის წარმომადგენლებმა სტატუსის ბენეფიტებზეც ისაუბრეს.

“აღნიშნული სტატუსი გვაძლევს გარკვეულ ბენეფიტებს საბაჟოსთან მიმართულებაში, როგორც იმპორტირებული საქონლის განკარგვაში, ასევე გარკვეული სასაქონლო ოპერაციების წარმოების დროს ნაკლებ ფიზიკური კონტროლში,სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეხსნება კორიდორი ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც გადის გამარტივებულად, ამ სტატუსის მქონე კომპანია აღჭურვილია განსაკუთრებული ნდობით მთავრობისა და საბაჟოს მხრიდან, რაც გვაძლევს საშუალებას ოპერირება მოვახდინოთ შენაბამის პარტნიორებთან ევროკავშირის ქვეყნებში”, - განმარტა ბორის ვაშაკიძემ.

ლოჯისტიკის მენეჯერმა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღების პროცედურაზეც ისაუბრა.

“კომპანიამ უნდა მიმართოს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს, რის შემდეგაც იგზავნება თვითშეფასების განაცხადი და ივსება კომპანიის შესახებ ინფორმაცია, განაცხადის შემდეგ საბაჟო დეპარტამენტის აუდიტორები მოდიან უშუალოდ კომპანიაში და ამოწმებენ კომპანიის საქმიანობას, უსაფრთხოებას და ფინანსურ მხარეს, ამის შემდეგ კი გამოაქვთ შესაბამისი გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა ეს კომპანია სტატუსს”, - დასძინა მან.

ცნობისთვის: 5-მა კომპანიამ შპს „დემასი“, შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია”, შპს ,,შარმ ტრეიდინგი”, შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, სს „შატო მუხრანი“ - ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ახლა უკვე ამ სტატუსს შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა“ და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსის“ ერთად უკვე 7 კომპანია ფლობს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები