მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ექსპორტიორი, რომელთაც 2022 წელს ყველაზე მეტი ღვინო გაყიდეს რუსეთში

63e77423da073
თელარა გელანტია
12.02.23 00:00
2465
საქართველოს $19-მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც ქვეყანას 2022 წელს ჰქონდა, ექსპორტის წილი 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარი იყო, 2021 წელს საქონლის რეალიზებით მიღებულ შემოსავალს 31.8%-ით აღემატება. ექსპორტირებულ საქონელს შორის კი სხვა წლების მსგავსად 2022 წელსაც ერთ-ერთი მთავარი საქონელი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. უმსხვილესი საქონლის ათეულში 4.5%-იანი წილით ღვინოს მეხუთე ადგილი ეკავა და რეალიზების ზრდა 2021 წელთან შედარებით 5.5%-ია.

ღვინის რეალიზების 2022 წლის მაჩვენებელი რეკორდულია და 252 მილიონ 531 ათასი დოლარს შეადგენს. ჯამში, გასულ წელს სხვადასხვა ბაზარზე 106 693 ტონა ღვინო გაიყიდა.

BMG-მ საქსტატიდან იმ TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთაც შარშან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღირებულების ღვინო გაიტანეს. ცნობისთვის: კომპანიები რეიტინგული სიის მიხედვით არაა დალაგებული.

1. სს ბადაგონი
2. სს თბილღვინო
3. სს თელავის ღვინის მარანი
4. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
5. შპს Bolero & Company
6. შპს GVMT Group
7. შპს ასკანელი ძმები
8. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
9. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
10. შპს მეღვინეობა ხარება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარად კვლავ რუსეთი რჩება - 2022 წელს ამ ქვეყანაზე ექსპორტის დამოკიდებულების მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთზე ღვინის ჯამური ექსპორტის 63.7% მოდის, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს ნიშნული 54.6% იყო.

რუსეთში ღვინის ექსპორტიორი TOP-10 კომპანია

1. სს ბადაგონი
2. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
3. შპს "წინანდლის ძველი მარანი"
4. შპს Bolero & Company
5. შპს GVMT Group
6. შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი
7. შპს ასკანელი ძმები
8. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
9. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
10. შპს ქართული ღვინის სახლი.

ცნობისთვის: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები