მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"PCR-ები დღეს მოგვიტანეს“ - ტესტები გუდაურის და ბაკურიანის ჯანდაცვის ცენტრებშია

603f6e846de93
ინგა მურუსიძე
03.03.21 15:14
1234
გუდაურის და ბაკურიანის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრებში PCR-ტესტის აღება დღეიდან გახდა შესაძლებელი. როგორც BM.GE-ის გუდაურის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, "ტესტები დღეს მიუტანეს".

მათივე განმარტებით, ტესტის ღირებულება 130 ლარია. "ტესტები დღეს მოგვიტანეს, PCR ტესტის აღება დღეიდან არის შესაძლებელი. ჩვენ ამღები ლაბორატორია ვართ და ნიმუშებს ვგზავნით თბილისში. ბაკურიანსა და ყაზბეგშიც ასე იქნება. იქაც ემერჯენს განყოფილებებს მიმართეთ და ტესტის აღებას შეძლებთ დღეიდან“, - უთხრეს BM.GE-ის გუდაურში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ,  დღეიდან, ზამთრის კურორტებზე PCR-ტესტის აღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, როგორც ქართველ, ისე - უცხოელ ვიზიტორებს.

შევახსენებთ, რომ ამ თემაზე bm.ge უკვე რამდენიმე დღეა წერს. ამ დრომდე PCR-ტესტის აღება კურორტებზე შეუძლებელი იყო, თუმცა 8 მარტიდან ტესტის აღება „მეგალაბის“ კერძო ლაბორატორიებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები