მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პეკანის კაკლის" ქართული მოსავალი 100%-ით ექსპორტზე გავა

60d6f1ad86670
ლიკა გურაბანიძე
28.06.21 00:10
4893

თხილის გადამამუშავებელმა ქართულმა კომპანია ჯორჯიან პროდაქტ რენესანსმა (GPR) წარმოებას თხელნაჭუჭა, წაგრძელებული თხილის ფორმის ამერიკული ჯიშის კაკალ პეკანის გადამუშავების ხაზი დაამატა.

ახალ პროექტში ინვესტიციის საერთო ოდენობამ 70 000 დოლარი შეადგინა. პირველი მოსავლის ქართული პეკანის ექსპორტი ევროკავშირსა და ჩინეთში უკვე დაგეგმილია.

კომპანიის თანადამფუძნებელი ბაია სალუქვაძე აღნიშნავს, რომ პეკანის კაკლის ფორმა თხილისგან განსხვავდება, მისი დამუშავებისთვის კომპანიას ახალი დანადგარები დასჭირდა, რაც აშშ-დან ჩამოიტანეს. ამჟამად GPR-ი პეკანის კაკლის 22 ტონის  მოსავალს ამუშავებს. გადამამუშავებელი ხაზი გაშრობას, დალაგებას, გატეხვასა და დაფასოებას მოიცავს. კომპანიამ კილოგრამი ქერქიანი პეკანიდან, საშუალოდ, 45-46% გასუფთავებული კაკალი მიიღო.

“იმის განსაზღვრა თუ რამდენად მომგებიანი იქნება პეკანის დარგვა და გადამუშავება საქართველოში ძალიან რთულია, რადგან ეს კულტურა ქვეყანაში ფეხს ახლა იკიდებს. სხვა თხილეულთან შედარება საკმაოდ გვიჭირს იმიტომ, რომ საქართველოში პეკანის კაკლის კომერციული ბაღები არ არსებობს, თუმცა ეს საკმაოდ პერპექტიული კულტურაა, რადგან მას ჩვენი ქვეყნის ჰავა ხელს უწყობს. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი კომპანია მოგებაზე ორიენტირებული იქნება. პროდუქცია მხოლოდ საექსპორტოა და წელს
პეკანის მთლიან კაკალს ექსპორტზე ჩინეთში, კაკლის გულს კი პოლონეთში გავიტანთ. 100%-ით ექსპორტის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში კაკლის ამ ჯიშის დაბალი ცნობადობაა.” - განაცხადა სალუქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები